1 ხაზი 丿 2 ხაზი        
1 2 3 4 5 6 7 8 9 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29                        
3 ხაზი 广      
30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 58 59 60 61 64 85 94 140 162 163 170      
4 ხაზი
61 62 63 64 65 66 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 86 87 87 88 89 90 91 92 93 93 94 96 113 114 125 130 140 162
5 ხაზი           იაპონური ანბანი გოჯჲუონი
95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 71 81 85 92 122 145           あ ア い イ う ウ え エ お オ
6 ხაზი 西           か カ き キ く ク け ケ こ コ
118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146           さ サ し シ す ス せ セ そ ソ
7 ხაზი 8 ხაზი た タ ち チ つ ツ て テ と ト
147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 161 163 164 165 166 131 134 136 167 168 169 170 171 172 173 174 175 210 な ナ に ニ ぬ ヌ ね ネ の ノ
9 ხაზი 10 ხაზი 11 ხაზი 鹿         は ハ ひ ヒ ふ フ へ ヘ ほ ホ
176 177 178 179 180 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 191 192 193 194 178 195 196 197 198 199 200         ま マ み ミ む ム め メ も モ
12 ხაზი 13 ხაზი 14 ხაზი 15 ხაზი 16 ხაზი 17 ხაზი                     や ヤ   ゆ ユ   よ ヨ
201 202 203 204 205 206 207 208 209 210 211 212 213 214                     ら ラ り リ る ル れ レ ろ ロ

ძებნის ლექსიკონში ნათარგმნია 20000 სიტყვა.
わ ワ ゐ ヰ   ゑ ヱ を ヲ
© ზურაბ ჯამაგიძე ん ン

შენიშვნები:

  1. წინადადების თემატური წევრების ჩვენების დროს (თემატური ბრუნვის ნიშანი) იკითხება, როგორც . თვითონ ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.
  2. მიმართულების ან ადრესატის ჩვენების დროს (მიმართულებითი ბრუნვა), იკითხება როგორც . თვითონ ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.
  3. გამოიყენება მხოლოდ ბრალდებითი ბრუნვის აღსანიშნავად. ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენება .
  4. ბ-ს, პ-ს, მ-ს წინ იკითხება, როგორც მ, მაგ: えんぴつ (ემპიცუ) ფანქარი.
  5. し シ ში, სი; რბილი ბგერა (მერყეობს შ-ს და შ-ს შორის)
  6. っ ッ პატარა (ცუ) ასახავს შემდეგი თანხმოვნის გაორმაგებას.
  7. 々რედუპლიკაციის ნიშანი (ასახავს იეროგლიფის განმეორებას)

დამატებითი ცხრილები

が ガ
გა

ぎ ギ
გი

ぐ グ
გუ

げ ゲ
გე

ご ゴ
გო

ざ ザ
ძა

じ ジ
ჯი

ず ズ
ძუ

ぜ ゼ
ძე

ぞ ゾ
ძო

だ ダ
და

ぢ ヂ
ჯი

づ ヅ
ძუ

で デ
დე

ど ド
დო

ば バ
ბა

び ビ
ბი

ぶ ブ
ბუ

べ ベ
ბე

ぼ ボ
ბო

ぱ パ
პა

ぴ ピ
პი

ぷ プ
პუ

ぺ ペ
პე

ぽ ポ
პო

きゃ キャ
კჲა

きゅ キュ
კჲუ

きょ キョ
კჲო

ぎゃ ギャ
გჲა

ぎゅ ギュ
გჲუ

ぎょ ギョ
გჲო

しゃ シャ
შჲა

しゅ シュ
შჲუ

しょ ショ
შჲო

じゃ ジャ
ჯჲა

じゅ ジュ
ჯჲუ

じょ ジョ
ჯჲო

ちゃ チャ
ჩჲა

ちゅ チュ
ჩჲუ

ちょ チョ
ჩჲო

ぢゃ ヂャ
ჯჲა

ぢゅ ヂュ
ჯჲუ

ぢょ ヂョ
ჯჲო

にゃ ニャ
ნჲა

にゅ ニュ
ნჲუ

にょ ニョ
ნჲო

ひゃ ヒャ
ჰჲა

ひゅ ヒュ
ჰჲუ

ひょ ヒョ
ჰჲო

びゃ ビャ
ბჲა

びゅ ビュ
ბჲუ

びょ ビョ
ბჲო

ぴゃ ピャ
პჲა

ぴゅ ピュ
პჲუ

ぴょ ピョ
პჲო

みゃ ミャ
მჲა

みゅ ミュ
მჲუ

みょ ミョ
მჲო

りゃ リャ
რჲა

りゅ リュ
რჲუ

りょ リョ
რჲო


 ეს არის იაპონურ ქართული ლექსიკონის პირველი გამოცემა, სამწუხაროდ ის ტექნიკური სიძნელეები რაც იეროგლიფების ბეჭდვას ახლდა, უახლოეს წარსულში შეუძლებელს ხდიდა გამოცემული ყოფილიყო იაპონურ-ქართული ლექსიკონი. ახალი ტექნოლოგიების შემოღაბამ კი ეს უკვე შესაძლებელი გახადა.
წინამდებარე ლექსიკონი შეიცავს დაახლოებით 10 000 მთავრულ სიტყვას, რომელიც ცალკეა განმარტებული. ეს ის სიტყვებია, რომლებიც იაპონურ ენაში შედარებით ხშირად გამოიყენება.
ლექსიკონში გამოყენებულია ე.წ. ბუდობრივი სისტემა. ანუ, განმარტებულ სიტყვასთან ხშირად მიბმულია შედგენილი, ხოლო ზოგჯერ  სინონიმური ან ომონიმური სიტყვებიც. რაც ლექსიკონს უფრო მდიდარს ხდის და სიტყვების საერთო რაოდენობა 15 000 მდე აღწევს.
ლექსიკონი აგებულია ფონეტიკური პრინციპის მხედვით, სიტყვები დალაგებულია იაპონური ბგერითი ანბანის “კანა”-ს შესაბამისად ასევე გასაღებების (რადიკალების) მიხედვით.
ლექსიკონს დასევე აქვს იაპონური გეოგრაფიული დასახელებების მცირე ლექსიკონი.
იაპონურ-ქართული ლექსიკონი, საქართველოში პირველად გამოდის, ამიტომ იგი რა თქმა უნდა დაზღვეული არაა ხარვეზებისგან. ავტორი დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველა შენიშვნას, რაც ამ ლექსიკონის შემდეგი გაუმჯობესებისათვის იქნება სასარგებლო.

რა არის იეროგლიფის გასაღები (რადიკალი)

 ძველჩინურ სიტყვებში იეროგლიფები ჯგუფებად იყვნენ გაერთიანებულნი, მაგ. ერთ ჯგუფში შედიოდნენ წყალთან დაკავშირებული სიტყვები (ყველაფერი რაც სველია, წყალს შეიცავს, ჟონავს და.ა.შ), მეორე ჯგუფში ხესთან დაკავშირებული სიტყვები (ხისგან გაკეთებული ნივთები, ხის ჯიშები და.ა.შ).
იეროგლიფის ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნებას ახდენდნენ მასში შემავალი ელემენტის (დეტერმინატივი) მიხედვით.
ამ ელემენტის ფუნქციად გადაიქცა ლექსიკონში მისი ადგილის მიხედვით იეროგლიფის პოვნა. იეროგლიფის ამ ნაწილს გასაღები (რადიკალი) ეწოდება.
XVII საუკუნეში გასაღებების რაოდენობა 214-მდე ავიდა და ამ სახით ჩვენს დრომდე მოაღწია.
გასაღებებმა ნაწილობრივ შეინარჩუნეს იდეოგრაფული მნიშვნელობა, ხოლო ზოგჯერ ეს მნიშვნელობა დაკარგულია.
მაგ:

ყვავილი 

გასაღები (ბალახი)

კავშირი არის

ტვირთი

გასაღები (ბალახი)

კავშირი არაა

ზოგიერთმა გასაღებმა დაკარგა დამოუკიდებელი მნიშვნელობა და ცალკე აღარ იხმარება.
მაგ: 凵 - გახსნილი ყუთი.
ზოგიერთ გასაღებს აქვს ორი მოხაზულება.
მაგ:
心 და 忄
人 და イ
巛 და 川
და.ა.შ
გასაღებები არის ძლიერები, რომლებიც მრავალ იეროგლიფს აერთიანებენ. ისინი როცა იეროგლიფის ელემენტს წარმოადგენენ, თითქმის ყოველთვის გასაღების როლში გვევლინებიან. სუსტები (იეროგლიფების შედარებით ნაკლები რიცხვით).

იეროგლიფის მოძებნის წესები

1. ლექსიკონებში იეროგლიფები ჯგუფებად არიან განლაგებულნი. თითოეულ ჯგუფში შედიან ნიშნები, რომელთაც აქვთ ერთნაირი იეროგლიფური ელემენტი, რომელსაც გასაღები ეწოდება. გასაღებები შეტანილნი არიან გასაღებების ცხრილში და განლაგებულნი არიან გასაღებში ხაზების რიცხვის ზრდის მიხედვით. ცხრილში 214 გასაღებია. თითოეულს მინიჭებული აქვს გარკვეული ნომერი. იმისათვის რომ ესა თუ ის იეროგლიფი ლექსიკონში ვიპოვოთ, აუცილებელია ჯერ მოვნახოთ (გასაღების ნომრის მიხედვით) შესაბამისი ჯგუფი, ხოლო შემდეგ ამ ჯგუფში შესაბამისი იეროგლიფი.
2. იეროგლიფების ცხრილში რთული სიტყვები, როგორც წესი არ არის შესული, შედგენილი და ნაწილაკებით ნაწარმოები სიტყვები ახსნილია თვითონ, ფონეტიკური ანბანის მიხედვით შედგენილ ლექსიკონში.
მაგ. სიტყვა 日本語 უნდა მოვძებნოთ 日本 სიტყვის ამხსნელ სათაო სიტყვასთან და.ა.შ.
3. ლექსიკონში რომ ვიპოვნოთ იეროგლიფი და მისი მნიშვნელობა უნდა გავიაროთ შემდეგი ეტაპები.
I. პირველ რიგში საჭიროა, ვიპოვნოთ იეროგლიფის რომელი ნაწილი წარმოადგენს გასაღებს (რადიკალს).
II. დავაწკაპოთ იმ რადიკალს და გამოტანილ იეროგლიფებში მოვძებნოთ სასურველი იეროგლიფი.
III. დავაწკაპოთ გამოტანილი იეროგლიფებიდან სასურველ იეროგლიფს და გამოტანილ საბოლოო შედეგებში ამოვარჩიოთ საძებნი სიტყვა.
თვითონ გასაღებები (214 გასაღები) ცხრილში განლაგებულნი არიან დაწერისათვის საჭირო ხაზების რაოდენობის მიხედვით. (1 ხაზიდან 17 ხაზამდე).
იეროგლიფის გასაღებისათვის ნომერის მინიჭება დასავლური ტრადიციაა, შესწავლის გასაადვილებლად, თვითონ იაპონიაში გამოშვებულ ლექსიკონებში გასაღებებს ნომერი არ აქვთ.
ამასთანავე ხაზების რაოდენობის დათვლისას უნდა გვახსოვდეს, რომ ხაზი, ეს ის ელემენტია, რომელიც საწერი ინსტრუმენტის ერთი მოსმით იწერება. ისე რომ ინსტრუმენტი ფურცელს არ მოვწყვიტოთ და მისი მხოლოდ მაღლიდან დაბლა და მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობა შეიძლებოდეს.
მაგ. იეროგლიფი
山 - მთა. სამ ხაზს შეიცავს: ┃, ∟ და ❘ ,
九 - ცხრა. ორ ხაზს შეიცავს: 丿 და 乙.
 ვცადოთ და დავთვალოთ ხაზების რაოდენობა შემდეგ იეროგლიფებში:
目 თვალი (5)
月 მთვარე (4)
弓 მშვილდი (3)
შენიშვნა: “კანა”-ს ნიშნები, რომლებიც იეროგლიფების შემადგენლობაში არიან, ან მის შემდეგ დგანან, ხაზების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენენ.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ გასაღებს დამატებულ ხაზების რიცხვში შესაძლოა ვარიანტები:
მაგ: 母 4 ან 5 ხაზი.

იეროგლიფში გასაღების პოვნა

გასაღები იეროგლიფში შეიძლება იყოს

მარცხნივ, ამ მდებარეობას ჰქვია へん

მარჯვნივ, ამ მდებარეობას ჰქვია つくり

ზემოდან, ამ მდებარეობას ჰქვია かんむり

ქვემოდან, ამ მდებარეობას ჰქვია あし

ზემოდან და მარცხნიდან, ამ მდებარეობას ჰქვია たれ

მარცხნიდან და ქვემოდან, ამ მდებარეობას ჰქვია にょう

ოთხივე მხრიდან, ამ მდებარეობას ჰქვია かまえ

გვერდებიდან და ზემოდან

გვერდებიდან

ზემოდან და მარჯვნივ

მარცხნიდან და ზემოთ-ქვემოთ

უცნობ იეროგლიფში გასაღების მოსძებნად საჭიროა:

_ შევამოწმოთ, თვითონ მთელი იეროგლიფი ხომ არ არის გასაღები. ამისთვის დავთვალოთ მასში შემავალი ხაზების რაოდენობა და ვნახოთ 214 გასაღების ცხრილში (რადიკალების ცხრილში). მაგ: იეროგლიფი 金 შედგება 8 ხაზისგან, რადიკალების ცხრილში ვნახავთ რომ ამ იეროგლიფს აქვს №167, შემდეგ მოვძებნით 167.0-ს და ვნახავთ მის ჟღერადობას.
_ განვსაზღვროთ იეროგლიფის რომელი ელემენტია გასაღები. თუ იეროგლიფში ისეთი გასაღებია, რომელიც ორი ან რამდენიმე მხრიდან აკრავს იეროგლიფს, მაშინ გასაღებად ის ითვლება. შემდეგ დავთვლით დამატებითი ხაზების რაოდენობას და მოვძებნით იეროგლიფს.
მაგ.
იეროგლიფი: 困 გასაღებია囗 31.0 შიგნით ჩახაზული ფიგურა შედგება 4 ხაზისგან. ე.ი იეროგლიფს ვეძებთ 31.4. ქვეცხრილში.
_ თუ იეროგლიფი, ორი ჰორიზონტალურად განლაგებული ელემენტისაგან შედგება, რომლებიდანაც ორივე გასაღებია, მაშინ უპირატესობა ენიჭება მარცხენა ელემენტს.
მაგ:
明 იეროგლიფი შედგება ორი ელემენტისგან, აქედან გასაღებია: 日 72.0 და შესაბამისად იეროგლიფიც უნდა მოვძებნოთ 72.4 ქვეცხრილში, რადგან 月 ოთხ ხაზს შეიცავს.
_ თუ ასეთ იეროგლიფში, მარცხენა ელემენტი არ არის გასაღები, ანდა მარცხენა ელემენტის ქვეცხრილში იეროგლიფი ვერ ვიპოვნეთ, მაშინ გასაღებად გამოდის მარჯვენა ელემენტი და იეროგლიფიც შესაბამისი გასაღების მიხედვით უნდა ვეძიოთ.
მაგ:
願 გასაღებია მარჯვენა ელემენტი
酒 გასაღების როლში გამოდის მარჯვენა ელემენტი: 酉 64.0 მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ელემენტი 氵 85.0-ც გასაღებია.
_ თუ იეროგლიფი, ორი ვერტიკალურად განლაგებული ელემენტისაგან შედგება, რომლებიდანაც ორივე გასაღებია, მაშინ უპირატესობა ენიჭება ზემოთა ელემენტს.
მაგ:
家 40.7 (გასაღებია宀 40.0)
宛 ნომერია, 40.5 გასაღების როლში გამოდის 宀(თუმცა ორი დანარჩენი ელემენტი 夕 და 卩, ცალკე გასაღებებია)

_ შესაბამისად, თუ ზემოთა ელემენტი გასაღებს არ წარმოადგენს ან ქვეცხრილში იეროგლიფი არაა, გასაღებია ქვემოთა ელემენტი:
მაგ: 思 61.5 აქედან გასაღებია 心 61.0

ლექსიკონის ხმარების წესები

1. ლექსიკონი აგებულია ფონეტიკური პრინციპის მიხედვით. სიტყვების ხმოვანება მოცემულია მსხვილი შრიფტით დაწერილი “ჰირაგანათი”. ხოლო უცხო ენიდან ნასესხები სიტყვები “გაირაგო”, კატაკანას ანბანით.
2. სიტყვის ჟღერადობას გვერდზევე მოსდევს, ამ სიტყვის იეროგლიფით დაწერის წესი.
მაგ: あいこく 愛国
თუ ერთიდაიგივე სიტყვა რამდენიმე იეროგლიფით იწერება იქვე არის მითითებული:
მაგ:
会う あう (ასევე: 遇う)
ეს ნიშნავს, რომ სიტყვა “შეხვედრა” იწერება ორნაირად: 会う და 遇う იეროგლიფებით
3. (ასევე: + იეროგლიფი) ნიშნავს შემდეგს
- იეროგლიფი არის სხვა გრაფიკული გამოსახულების, მაგრამ მნიშვნელობა და ჟღერადობა აქვს იგივე. (ასეთ შემთხვევაში აღარ არის მითითებული ტრანსკიპცია).
მაგ:
あゆ 香魚 (ასევე: 年魚) კალმახი (ეს ნიშნავს რომ სიტყვას: "კალმახი" აქვს ორნაირი დაწერის წესი, თუმცა ჟღერადობა იგივეა).
- იეროგლიფი არის ანტონიმი, ანუ აქვს სხვა გრაფიკული გამოსახულება და ჟღერადობა:
- ან იგივე გრაფიკული გამოსახულება და სხვა ჟღერადობა, მხოლოდ მნიშვნელობა არის იგივე.
მაგ:
いう 言う (ასევე: 言う ゆう) თქმა; (ეს ნიშნავს, რომ ზმნას "თქმა" ორი ჟღერადობა აქვს, ასეთ შემთხვევაში ტრანსკიპციით მითითებულია ჟღერადობა)
4. შდრ: (შეადარე) – ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ომონიმთან, ანუ დამწერლობით იგივე, ხოლო მნიშვნელობით და ჟღარადობით სხვა სიტყვასთან. ანდა სინონიმთან – ანუ დამწერლობით და ჟღერადობით სხვა, ხოლო მნიშვნელობით მსგავს სიტყვასთან. ასეთ შემთხვევაში, მსურველს შეუძლია ლექსიკონშივე იპოვნოს მითითებული სიტყვა და შეადაროს პირველ სიტყვას.
5. [ ] კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული იეროგლიფი ან ნაწილაკი:
ნიშნავს, რომ ეს სიტყვა შეიძლება მარტო ჰირაგანას ნიშნებით დაიწეროს. ხოლო ნაწილაკი გამოტოვებულ იქნეს და ეს შეცდომა არ იქნება.
[ ] კვადრატული ფრჩხილები საერთოდ ნიშნავს, რომ ამ ნაწილის გამოტოვება შეიძლება აზრის დამახინჯების გარეშე.
6. სიტყვის მნიშვნელობები ქართულად, ერთმანეთისგან გამოყოფილია:
, - მძიმით (ახლოსმდგომი და მსგავსი მნიშვნელობები)
; - წერტილმძიმით (შედარებით დაშორებული მნიშვნელობები)
1) 2) 3). . . – ციფრებით: ერთმანეთისგან განსხვევებული მნიშვნელობები.
7. თუ კოსნსტრუქცია (ასევე: + იეროგლიფი, სიტყვის ახსნის თავში ან ბოლოშია, მაშინ ეს იეროგლიფი მთლიან მნიშვნელობებს ეხება.
ხოლო, თუ 1), 2), 3), და.ა.შ. მოსდევს, მაშინ მარტო ამ მნიშვნელობისთვისაა გამოსადეგი.
მაგ:
乾く かわく 1)შრობა, გაშრობა (შრება) 2)(ასევე:渇く) მოწყურება
乾く ნიშნავს როგორც, “შრობა, გაშრობა” ასევე “მოწყურება”-საც, ხოლო 渇く- მხოლოდ მოწყურებას.
8. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ერთი იაპონური სიტყვის ქართულად სათარგმნად შეიძლება მრავალი, მნიშვნელობით მსგავსი სპეციფიკური სიტყვის გამოყენება, ნათარგმნის ბოლოში ეს მიეთითება შემდეგნაირად:
かわ 皮 კანი; ტყავი; გარსი; ქერქი; ნაჭუჭი და.ა.შ
და.ა.შ. - ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვას აქვს “გარეკანის”, “ქერქის” მნიშვნელობა და კონტექსტის მიხედვით სხვადასხვა მსგავსი მნიშვნელობით ითარგმნება.
9. იდიომები გადმოიცემა სიტყვის ბოლოს და მითითებულია სიტყვით: - იდიომა:
10. ადგილის ეკონომიის მიზნით, ლექსიკნში გამოყენებულია “ბუდის სისტემა”, ანუ, განმარტებულ სიტყვასთან ხშირად მიბმულია შედგენილი, ხოლო ზოგჯერ ანტონიმური სიტყვებიც.
მაგ:
おうせつ 応接 მიღება (მაგ. სტუმრების)
応接室 おうせつしつ მისაღები
11. რთული (შედგენილი) ზმნები, ლექსიკონში შეზღუდულადაა მოცემული. როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მნიშვნელობის კომპონენტებიდან გამოყვანა ძნელია. (მისი მნიშვნელობა არსებითად განსხვავდება შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობისგან).
12. ზმნისგან ნაწარმოები არსებითი სახელები,
მაგ:
切る きる- სგან ნაწარმოები 切り きり
突く つく- სგან ნაწარმოები 突き つき
და.ა.შ. ლექსიკონში მოყვანილი არ არის. რადგან, თუ იცი ზმნის მნიშვნელობა, მათი წარმოება ადვილია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაზმნარი არსებითი სახელი უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე თვითონ ზმნა. ასეთი მნიშვნელობა მოყვანილია.
13. (:) ორწერტილი:
ორწერტილის შემდეგ დასმულ ნაწილაკთან (ან ბრუნვის ნიშანთან) ერთად იეროგლიფის დაწერა, ნიშნავს, რომ ეს სიტყვა, როგორც წესი ცალკე, ნაწილაკის გარეშე არ გამოიყენება.
ეს ძირითადად შეეხება ნახევრადპრედიკატულ ზედსართავ სახელებს, ასევე ნაწარმოებ ზმნებს და.ა.შ.
მაგ:
あいまい:な 曖昧:な გაურკვეველი, ბუნდოვანი
あらた:な 新た:な ახალი, ცინცხალი
新た:に ხელახლა, კვლავ
あいよう:する 愛用:する მუდმივად, დაბეჯითებით რაიმეთი სარგებლობა; უპირატესობის მინიჭება
14. 的 てき თი ნაწარმოები ზედსართავები და する თი ნაწარმოები ზმნები, ლექსიკონში მოცემულია იქვე, არსებითი სახელის შემდეგ, რადგან მათი წარმოება ძნელი არაა, ისინი აღარ არის ნათარგმნი. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ する ზმნები ხშირად იწარმოება をする-ს დართვითაც, მაგრამ ადგილის ეკონომიის მიზნით, ლექსიკონში ეს ასახული არაა.
15. სუფიქსი (სიტყვა) + მრავალწერტილი:
მაგ:
いく. . . .  幾 . . . .   რამდენი? რამდენიმე
. . . . . いこう . . . . .以降 . . . .ის დროდან, . . .ის შემდეგ
ふ 不 არა. . ., არ. . . უ. . . დაუ. . . და.ა.შ. (სიტყვას აძლევს უარყოფით მნიშვნელობას)
ნიშნავს, რომ ეს სიტყვა გამოიყენება რთული სიტყვის შესადგენად.
16. ( ) მრგვალ ფრჩხილებში, ჩაწერილია განმარტებითი და დამაზუსტებელი მნიშვნელობები.
17. ხშირად გამოყენებული სუფიქსები, ლექსიკონში სიტყვას ისე დაერთვის, რომ ნაწარმოები სიტყვა განმეორებით აღარ ითარგმნება და არც მისი ტრანსკიპციაა მოცემული.
ეს სუფიქსებია:

的 てき
者 しゃ
人 にん
人 じん
客 きゃく
客 かく
師 し
家 か
会 かい
品 ひん
金 きん
料 りょう
化 か
語 ご

長 ちょう
士 し
屋 や
医 い
員 いん
生 せい
状 じょう
色 いろ
社 しゃ
学 がく
物 ぶつ
所 しょ
所 じょ

官 かん
上 じょう
中 ちゅう
中 じゅう
性 せい
場 じょう
論 ろん
書 しょ
主義 しゅぎ
機 き
器 き
病 びょう
法 ほう
და.ა.შ.

18. ზმნის გარდამავალ-გარდაუვალობის გასარკვევად, გვერდით ფრჩხილებში ხშირად არის მიწერილი განმარტებითი მნიშვნლობა, ეს მნიშვნელობა არ უნდა გავიგოთ ამ ზმნის სრულ მნიშვნელობად, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ იაპონურ ზმნას პირი და რიცხვი არ გააჩნია.
19. ლექსიკონის ბოლოში მოყვანილია იაპონური გეოგრაფიული დასახელებების მცირე ლექსიკონი.

თავში დაბრუნება

© ზურაბ ჯამაგიძე
©Zurab Jamagidze